მთელი ზამთარი გაზაფხულის მოსვლას ველოდი.ახალ მიზნებს,ოცნებებს,ხალისს...ეხლა აპრილია.გაგანია გაზაფხული.პირველად იჭექა კიდეც,არადა მე მეგონა მაისში იქუხებდა და ვოცნებობდი(თითოს წინასწარ ვიცოდე),პირველი ქუხილის დროს პალიანაში 'ჩვენს' სახლში ვიქნებოდით,ბებერი ხის სახლის აივანზე,პირით ბაღისკენ,მე პლედშემოხვეული,რკინის ჭიქით,სავსე ახალადუღებული ყავით ხელში ვიჯდებოდი და დაველოდებოდი როდის დაეცემოდა დედამიწაზე ჩემი ნანატრი გაზაფხულის წვიმის პირველი წვეთები.შენ ჩემსკენ პირით,ზურგით მიეყრდნობოდი აივნის მოაჯირს და როცა შეამჩნევდი,რომ უკვე ვეღარ ვიკავებ თავს,ხელს მომკიდებდი და ორივე კისრისტეხით დავეშვებოდით წყაროსკენ,სიცილით,გადარეული სიცილით,ისე,რომ წყაროსთან სახლში რომ მშვიდი ქმრის მშვიდი ცოლი ცხოვრობს,აივანზე გამოვიდოდა აჩქარებული ნაბიჯებით წინსაფარზე ხელების წმენდით,რომ გაეგო,რა ხდება.დაგვინახავდა და შეუმჩნევლად ჩაიღიმებდა.გვიცნო.
გარეთ სუნი იდგებოდა,მიწის,ცის,ახალაყვავილებული ნუშების და ტყემლების.ჩვენ ჩვენი კლდისკენ გავიქცეოდით.გზაზე მე,როგორც ყოველთვის,ფეხი ამისრიალდებოდა და ტალახიან მიწაზე დავეცემოდი.შენ ამყენებდი..
მერე კი,საღამოს ერთად მოვიტანდით შეშას,სანამ შენ ღუმელს დაანთებდი,მე ძაღლს სადილიდან მორჩენილ პურის ნატეხებს ვაჭმევდი.შებინდებულზე სანთელს ავანთებდით და შენ ძილის წინ რამე მხიარულ ისტორიას მომიყვებოდი...
---
მაგრამ უკვე დაიქუხა,თანაც მაშინ,როცა მე ქალქ თბილისში,საკუთარი სახლის ფანჯარასთანაც კი არ ვიჯექი.ალბათ არ იყო ამის დრო.ან ადგილი.ან უბრალოდ არ იყო საჭირო და ოცნება ოცნებად უნდა რჩებოდეს,თორემ ოცნება თუ ახდა,მერე ხუნდება,ფერი ეკარგება და თანდათან ლეთე წაიღებსხოლმე მოუსვლელში და მერე ჰეე..გავა დრო და აღარც კი გაგავახსენდება,რომ ის,რასაც ახლა ხელის გაწვდენაზე ვეხებით,ოდესღაც სანუკვრი,მიუწვდომელი გვეჩვენებოდა.
მაგრამ ყველაზე კარგი იცი რაარის? რომ იმას,რასაც მე აქ დავწერ,შენზე,ჩემზე,სახლზე,ღამე პიჟამებით დათვლილ ვარსკვალავებზე,გაყინულ ტბაზე,ღამის 3 საათზე ტელეფონზე მოსულ შეტყობინებაზე,მერე გათენებამდე ფიქრზე,გაცრუებულ იმედებზე,ამაო ლოდინზე... შენ ვერასოდეს წაიკითხავ.ამიტომ ვიქნები თამამი,და როცა გავბრაზდები და მეწყინება,აქ დავწერ,რომ შენ როცა გნახავ,გულიანად გაგიღიმო,ისე გაგიღიმო,რომ ჩემს უკან მზემ უფრო მეტად გაანათოს.
ღიმილი
რატომ გახდა პირის აპარატის ეს უმარტივესი მოძრაობა ასე დეფიციტური? ქალაქი თითქოს დამბლამ მოიცვა,მასიურმა ეპიდემიამ.არავინ იღიმის.აღარ.თუ არც არასდროს იღიმოდნენ,უბრალოდ მე მეჩვენებოდა?
იმდღეს გზაზე მოხუცი ქალი გადადიოდა და მივეშველე,კიბეზეც ავუტანე ჩანთა,ხელიჩ შევაშველე.მეორე დღეს მაღაზიიდან გამოსულს შევეჩეხე,ლამის ზედ გადავუარე.ბოდიში მოვუხადე,მივესალმე და კომპენსაციის მიზნით დახმარება შევთავაზე.უარი არ უთქვამს.
ორიოდ დღეში კიდევ ვნახე ქალბატონი გულიკო (ბებო არ დამიძახოო!),გასაუბრებაზე მეჩქარებოდა.მივესალმე და ჩქარი ნაბიჯით დავაპირე გაცლა.მოიცადეო,ხელი მომეციო.რაღას ვიზამდი,წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. მოვიარეთ თონე,ბაზარი,სადაც გამყიდველს სისხლი გაუთეთრა,მერე გადასახადებიც გადავიხადეთ,მეზობელს ვეჩხუბეთ,რომ ლიფტის ფულს არ იხდის და მისი კატა ქ-ნ გულიკოს კართან, ბოდიში მომითხოვია და,კუკავს.საბოლოოდ ძლივს დავუძვერი ხელიდან ჩემს მტარვალ ქლბატონს,თორემ ჩემი და მისი ხასიათი რომ ვიცი,ჩაის ჭიქების რეცხვა და იატაკის მოწმენდა (მინიმუმ) არ ამცდებოდა.
ხანდახან სულელივით ვიქცევი.(აქ 'ვით'-მგონი ზედმეტია) ყველას ვუღიმი.რატომღაც მგონია,რომ თუ იმ კაცს,დაღლილი და ბოროტი სახით რომ დგას ფეხზე ავტობუსში,ადგილს დავუთმობ და გავუღიმებ,ისიც გამიღიმებს და პატივცემული ხაჩიკიანისა არ იყოს,კაგდა იმუ ბუძეტ პრიატნო,ი მნე ბუძეტ პრიატნო.ან ჩემს პატარა მავნე მეზობლებს საღამოს ფანჯრიდან გაბერილ ფერად-ფერად ბუშტებს თუ გადავუყრი,რომლის გაბერვამაც ჩემი 60/80 წნევის გადამკიდე ლამის გაღმა გზას გამიყენა,ისინი ერთმანეთში აღარ იჩხუბებენ და ისეთივე მოგონებები ექნებათ ჩემზე,როგორც მე ჩემს მეზობელ მაიაზე,რომელიც ბავშვობაში,ძველ უბანში,თავისი სახლის მეხუთე სართულიდან ძაფით ფოჩიან მოსკოვის შოკოლადებს მიშვებდა.ან ჟენიკა დეიდა,რომელმაც პირველმა მაჩუქა სათამაშო ქერა გოგონა,რომელსაც თუ დააწვენდი,თვალებს ხუჭავდა და წყალს 'სვამდა'.